რიყისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალის საბაგირო გზა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამის მიზეზია ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები.

„რიყე-ნარიყალის საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები“, – ნათქვამია თბილის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.