სამგორის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება.
სამუშაოები ვარკეთილი 3-ის მე-3ა მ/რ-ში, N335 კორპუსის მიმდებარედ, 1300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე 17 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი ხორციელდება.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 290 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.