სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7 ა-ს მიმდებარედ, სპორტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კალათბურთის მოედანი 450 კვ. მ ფართობზე ეწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 219 340 ლარი გამოიყო, პროექტს კი შპს "ალგე ჯგუფი" ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.