სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ბაკურიანში საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მორიგი საგანმანათლებლო კვირეული მიმდინარეობს. 
სამგორის რაიონში მცხოვრები 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის   ხუთდღიანი, სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები ამჯერად  დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს. 
ბანაკის თემატური მიმართულებებია: 
 -პიროვნული და გუნდური წარმატება;
 -ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
 -სტრესული სიტუაციის მართვა;
 -ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა.
40-მდე ახალგაზრდა ტრენინგზე "ეფექტური კომუნიკაცია და პიროვნული განვითარება" პიროვნული და გუნდური წარმატების  ხელოვნებას  ეუფლება. 
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ცოდნა არაფორმალური განათლების მიმართულებით    და განავითარონ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრობისთვის საჭირო  პრაქტიკული უნარები.