საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა

საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური ბატალიები ეკონომიკაზე უკვე აისახა. წინასაარჩევნო აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დიდი ოდენობით სავალუტო რეზერვები გაყიდა. ქვეყნის მთავარი ბანკირის, ნათია თურნავას განმარტებით, ამას თავისი სერიოზული მიზეზი ჰქონდა - ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან ლარის კურსზე ზეწოლის გასანეიტრალებლად, სებ-მა, მის ხელთ არსებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გამოიყენა და სავალუტო რეზერვები გაყიდა. ერთი შეხედვით, ამ წმინდა წყლის ეკონომიკურ მოვლენას პოლიტიკური დებატების გარეშე არ ჩაუვლია. ეკონომიკის ოპოზიციონერი ექსპერტები თვლიან, რომ სავალუტო რეზერვების გაყიდვით, მთავრობამ წინასაარჩევნოდ, ლარის კურსი ხელოვნურად შეინარჩუნა. უფრო მეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავარმა ბანკმა სავალუტო რეზერვების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. 

სავალუტო რეზერვების სტატისტიკა
საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში,სავალუტო რეზერვების მოცულობა 1 მილიარდი აშშ დოლარით ანუ 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.ამასთან, ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 627 მილიონი აშშ დოლარის ვარდნა განიცადა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი შემცირებაა.საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ოთხ მილიარდიან ნიშნულზე ბოლოს 2022 წლის ივლისში იყო...

სტატია სრულად იხილეთ აქ: