Expo Georgia-ში 22-ე საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2024 დღეს გაიხსნება

მიმდინარე წლის, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 გაიხსნება. გამოფენის მხარდამჭერია USAID Agricultural Trade Diversification Program , FAO გაეროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია,ლურჯი მოცვის ასოციაცია,ნიდერლანდების საელჩო, კონფერენციის სპონსორია -თიბისი ბანკი.

29 და 30 ნოემბერს 11-დან 17:00 საათამდე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები და პანელური დისკუსიები, დასწრება თავისუფალია.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდებიდა სხვა წელს გამოფენაზე დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.

ჩვენი მიზანია მონწილე კომპანიებს ხელი შევუწყოთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პარტნიორების პოვნაში და ახალი ბაზრების ათვისებაშ, ამის ფარგლებში წელს პირველად USAID მხარდაჭერით გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან, გამოფენის ფარგლებში ნუშის და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან.

ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ძალიან ცნობილი საკონსულტაციო კომპანია- „TWOWAYZ“ , EDWIN HUYBERS- სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩაატარებს ვორქშოფების სერიას.