2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 მილიარდ 429 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 8.1%-ით 16 მილიარდ 868 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ექსპრეს მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 მილიარდ 308 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია. მაშინ როდესაც 2023 წელს სავაჭრო სალდო უარყოფით იყო და 9 მილიარდ 517 მილიონ დოლარს შეადგენდა.