მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 536 მილიარდი დოლარი დაკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის ახალმა პოლიტიკამ საფონდო ბირჟებზე პანიკა გამოიწვია, რასაც აქციების ფასების მკვეთრი დაცემა მოჰყვა. 10,5%-ით დაეცა აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსი S&P 500, რომელიც 500 ყველაზე წარმატებულ ამერიკულ კომპანიას აერთიანებს. ასევე, 11,4%-ით გაუფასურდა Nasdaq-ის საფონდო ინდექსიც, რომელიც ჯამში რამდენიმე ათას ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს.