საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, მარტის ბოლოდან საქართველოში საწვავი გაიაფდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრით შემცირდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 28 მარტს შეიცვალა და 10-13 თეთრით გაიაფდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი - ₾3.52; კლება - 10 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.12; კლება - 10 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.07; კლება - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.99; კლება - 13 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.95; კლება - 10 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.94; კლება - 10 თეთრი;