მთავრობამ ცხოველებზე, ცხოველურ პროდუქტებსა და მათ გასამრავლებელ მასალაზე კონტროლის წესები დაადგინა. ამასთან, ახალი წესი, ადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ განსახორციელებელ სახელმწიფო კონტროლის შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს ტრანზიტში მყოფ ზოგიერთ მსხვილფეხა საქონელთან დაკავშირებით.
15 აპრილს გამოცემული მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება №114 ადგენს ცხოველებთან, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალებთან დაკავშირებით სახელმწიფო კონტროლის ზოგიერთ სპეციფიკურ წესს, რათა კომპეტენტურმა ორგანომ შეამოწმოს შესაბამისობა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესებთან" და, საჭიროების შემთხვევაში, სურსათის ეროვნული სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის შემდეგ, განახორციელოს ღონისძიებები იმ საწარმოებში, რომლებიც ინახავს ცხოველებს ან აგროვებს, აწარმოებს, გადაამუშავებს ან ინახავს გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალას.
ახალი წესის თანახმად, ხმელეთის ცხოველების შემოფარგლულ საწარმოში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, სახელმწიფო ვეტერინარმა:
ა) გადაადგილების ჩანაწერების შემოწმების გზით გადაამოწმოს, რომ ცხოველები მოცემულ შემოფარგლულ საწარმოში შემოდიან მხოლოდ სხვა შემოფარგლული საწარმოდან ან დაექვემდებარნენ კარანტინს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ) დაადასტუროს, რომ შემოფარგლული საწარმოს ვეტერინარის მიერ ჩატარებული კლინიკური, ლაბორატორიული და დაკვლის შემდგომი გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს შეტყობინებას დაქვემდებარებულ ან ახალაღმოცენებულ დაავადებებზე ეჭვს;
გ) დაადასტუროს, რომ თუ არსებობს შეტყობინებას დაქვემდებარებულ ან ახალაღმოცენებულ დაავადებებზე ეჭვი, შემოფარგლულ საწარმოზე პასუხისმგებელი ოპერატორი აკეთებს შეტყობინებას ამ ეჭვის შესახებ სააგენტოში და ამცირებს ასეთი დაავადებების გავრცელების პოტენციურ რისკებს შემოფარგლულ საწარმოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ჩამოთვლილი და ახლად აღმოცენებულ დაავადებებთან დაკავშირებით ზედამხედველობის გეგმის იმპლემენტაციისა და შედეგების აუდიტი და, კერძოდ, დაადასტუროს, რომ დაავადების ზედამხედველობის გეგმა განიხილება და ახლდება, სულ მცირე, ყოველწლიურად, ამ მოთხოვნების შესაბამისად.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესამოწმებელი საწარმოს შერჩევისას სააგენტომ, რისკების ანალიზში დამატებით უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) საწარმოში ცხოველთა რაოდენობა;
ბ) საწარმოში არსებული და იდენტიფიცირებული ცხოველთა სახეობები;
გ) მნიშვნელოვანი ცვლილებები საწარმოში ცხოველთა რაოდენობასთან ან სახეობებთან შედარებით ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა შესაბამისი კრიტერიუმი.
სააგენტომ უნდა შეამოწმოს ამ საწარმოში არსებული ყველა მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი და თხა. თუმცა, თუ საწარმოში შესამოწმებელი ცხოველის რაოდენობა აღემატება 20-ს, კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება გადაწყვიტოს, შეამოწმოს ამ ცხოველების წარმომადგენლობითი რაოდენობა, თუ შემოწმებული ცხოველების რაოდენობა საკმარისია შემთხვევების 5%-ის გამოსავლენად 95%-იანი სანდოობით.
რაც შეეხება მსხვილფეხა საქონლისსაქართველოს გავლით ტრანზიტისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე რეაგირების წესებს, დადგენილება ადგენს:
"1. როდესაც მსხვილფეხა საქონლის ტვირთი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობის მოთხოვნებს ჩლიქოსანი ცხოველების ტვირთის მიმართ სიით განსაზღვრულ დაავადებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ცხოველების დაკვლის ან მოკვლისა და მათი, როგორც „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-2 კატეგორიის მასალის განკარგვის შესახებ, თუ საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილებისას (საიდანაც საქონელი ტოვებს საქართველოს ტერიტორიას) გამოვლინდება რაიმე შეუსაბამობა.
2. ცხოველის, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალისა და ცხოველური წარმოშობის ტვირთის, რომელზეც ვრცელდება „საქართველოში ზოგიერთი ცხოველის, გასამარავლებელი (გენეტიკური) მასალისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ტვირთის შემოყვანის/შემოტანისა და შემოყვანის/შემოტანის შემდეგ გადაადგილებისა და ჰენდლინგის წესი“ და ამ წესის შესაბამისად არ არის წარმოშობილი, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და განკუთვნილია საქართველოს გარე ტერიტორიისთვის, საქართველოს გავლით ტრანზიტი დაიშვება, თუ მათზე ვრცელდება საქართველოს მიერ სიით განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნისთვის, ტერიტორიისთვის ან მისი ზონისთვის და ზოგიერთი სახეობებისა და კატეგორიის ცხოველებისთვის გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული ცხოველთა ჯანმრთელობის პოტენციური რისკების შესამცირებლად მინიჭებული სპეციალური პირობები", - წერია დადგენილებაში. აღნიშნული მუხლი ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან. ხოლო დანარჩენი ჩანაწერები - 2028 წლის 1 იანვრიდან.