საქართველო-EU-ის სავაჭრო ბრუნვა $1.1 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა 6.6%-ით 1 მილიარდ 148 მილიონამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი 188,8 მილიონი დოლარი იყო, იმპორტი კი 959,7 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველ კვარტალში ვაჭრობაში ევროკავშირის წილი 20.4%-მდე შემცირდა. მაშინ, როცა გასული წლის საანგარიშო პერიოდში 22.1% იყო.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერა და ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. ხელშეკრულებამ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი შექმნა. ამ თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ქართულ ბიზნესს და პროდუქტებს ევროპის ბაზარი გაუხსნა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა.

გთავაზობთ, მონაცემებს როგორია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პირობებში.

ექსპორტი

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ექსპორტი იანვარ-მარტში 41.7%-მდე გაიზარდა. TOP-10 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი კი შემდეგია:

ფეროშენადნობები - $22.4 მლნ;
სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $21.04 მლნ;
ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $19.2 მლნ;
მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები - $17.6 მლნ;
თხილი - $15. 5 მლნ;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $11.7 მლნ;
ღვინო - $8.8 მლნ;
შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - $7.2 მლნ;
შერეული მერქნის პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები - $5.9 მლნ;
ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $5.5 მლნ.

იმპორტი

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტმა იანვარ-მარტში 959.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა მხოლოდ 2.1%-ია.

მსუბუქი ავტომობილები - $134.6 მლნ;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $119.2მლნ;
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $76.3 მლნ;
სატვირთო ავტომობილები - $31.1 მლნ;
ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - $16.4 მლნ;
სატელეფონო აპარატები - $12.5 მლნ;
ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $11.7 მლნ;
ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - $11.7 მლნ;
კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები - $10.8 მლნ;
ვეტერინარიასა და მედიცინაში გამოსაყენებელი საშუალებები - $10.6 მლნ.