2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა - მარიამ ქვრივიშვილი

2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

„მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში.
ოთხმა ავიაკომპანიამ დაიწყო საქართველოში პირდაპირი ფრენები - ლონდონი, ჟენევა, ციურიხი, მილანისა და პარიზის მიმართულებით.
გაზრდილია ავიაკომპანიების, მიმართულებებისა და ფრენის სიხშირეების რაოდენობა.
ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global).

Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5%-ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.