საქართველოს ზეთის იმპორტი 39%-ით გაუძვირდა - სად ვყიდულობთ?

2025 წლის 3 თვეში საქართველომ 10.9 მლნ აშშ დოლარის 7,900 ტონა მზესუმზირას ზეთი იყიდა, რაც თანხაში გასული წლის მონაცემს 21.6%-ით აღემატება, რაოდენობრივად კი 8.3%-ით ნაკლებია.

საქსტატის იმპორტის მონაცემები აჩვენებს, რომ წელს საქართველოს ზეთის იმპორტი 39.2%-ით გაუძვირდა. 2025 წელს 1 ლიტრის ფასი [საბაჟომდე გადასახადების გარეშე] 1.38 დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 99 ცენტი.

საქართველოში ზეთის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

რუსეთი - $8.5 მლნ, 6,340 ტონა;
უკრაინა - $1.7 მლნ, 1,125 ტონა;
აზერბაიჯანი - $286.5 ათასის 396.6 ტონა;
უნგრეთი - $186.4 ათასის 96.5 ტონა;
თურქეთი - $42.3 ათასის 25.8 ტონა.