საქსტატმა 2025 წლის აპრილის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები წლიურად 3.4%-ით არის გაზრდილი. საქსტატი ინფლაციას ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის. ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტად - 90%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლიმონის ღირებულება გაიზარდა. მეორე ადგილზეა კომბოსტო 61%-იანი გაძვირებით, მესამეზე კი ბადრიჯანი 52%-იანი გაძვირებით.
2025 წლის აპრილში საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლისა და მომსახურების რეიტინგი
# დასახელება ფასების მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
1 ლიმონი 90%
2 კომბოსტო 61%
3 ბადრიჯანი 52%
4 კიტრი 44%
5 კივი 35%
6 ფორთოხალი 26%
7 ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 26%
8 მზესუმზირის ზეთი 23%
9 მანდარინი 23%
10 კაკაო 22%
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, მათ შორის პირველ ადგილზეა ინტერნეტის გადასახდელი, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული. ეს უკავშირდება ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ინტერნეტის სიჩქარის უცვლელად შენარჩუნებით, აბონენტებს ინტერნეტის სიჩქარე გაეზარდათ. გაიაფებულ საქონელს შორის მეორე ადგილზეა მწვანე ლობიო, რომელიც წინა წელთან შედარებით 29%-ით ნაკლები ღირს. მესამეზე კი ვაშლი, რომელიც 27%-ით გაიაფდა.
# დასახელება ფასების კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
1 ინტერნეტის გადასახდელი -40%
2 მწვანე ლობიო -29%
3 ვაშლი -27%
4 ნიორი -22%
5 ატამი -18%
6 შპალერი -18%
7 თეფში -15%
8 საზამთრო -13%
9 კომპიუტერი -12%
10 ჭარხალი -12%