უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7477 ლარი ეღირება, ევრო – 3.1167 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6566 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7483 ლარი ღირდა, ევრო – 3.1138 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6525 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 მაისს ამოქმედდება.