საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 მაისისთვის ერთი აშშ დოლარი 2.7436 ლარი ეღირება, ევრო – 3.0822 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6608 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7440 ლარი ღირდა, ევრო – 3.0464 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6243 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 მაისს ამოქმედდება.