საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალშიადგილზეგაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს.
იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ:
სემეკი მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს განუმარტავს, რომგანაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვებისან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილებისშემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სემეკსიუსტიციის სახლის იმავე სივრციდან.
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის მიზანიამელიორაციის მომსახურებების მიღებისპროცესის გამარტივება. იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და 20 მობილური იუსტიციის სახლშიმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივად და სწრაფად მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში - მათ შორის,„საქართველოს მელიორაციის“ კომპანიის საქმიანობის განხორციელების ზონებშიც.
სემეკი უკვე მესამე წელია არეგულირებსმელიორაციის სექტორს. რეგულირების შედეგად,საირიგაციო წყლისმართვა გახდა გამჭვირვალედაპროგნოზირებადი, რაც ფერმერებსსაშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურადდაგეგმონ თავიანთისაქმიანობა დათავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიცწინა წლებში დაკავშირებული იყოწყლისუმიზნოდ, განუსაზღვრელირაოდენობითმოხმარებასა დაარასამართლიან განაწილებასთან.