უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარი 2.7311 ლარი ეღირება, ევრო – 3.1186 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7042 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7315 ლარი ღირდა, ევრო – 3.1202 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7015 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ივნისს ამოქმედდება.