საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე და კომისიის წევრები, განახლებადი ენერგიების კომპანიების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებსა და შესაბამისად სემეკის მიერ შემუშავებულინორმატიული აქტის პროექტზე, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას.
ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომლის განხორციელების ვალდებულება განპირობებულიაასოცირების შესახებ შეთანხმებით და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community)დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოსმიერთების ოქმით.
შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944)ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტოდარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით.
ენერგეტიკული გაერთიანების მიერ სემეკისთვის მოცემული რეკომენდაციებისა და განმარტების შესაბამისად, ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტოდარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე-ცალკეაღრიცხვას. ნეტო დარიცხვის დროს, აქტიური მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია ფინანსურად ანაზღაურდება და კვტ/სთ ელექტროენერგია არ შეინახება კრედიტად მომავალი გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, როგორც ნებისმიერი სხვა საბოლოო მომხმარებელი.