5 თვეში ადგილობრივი ექსპორტი $1.1 მლრდ-მდე გაიზარდა - სად და რას ვყიდით?

5 თვეში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 6.1%-ით 1 მილიარდ 169 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 45.1% პროცენტს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, ჯამურად საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტისმოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 მილიარდ 594 მილიონი დოლარიშეადგინა, რაც 14.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი არიან.

 

იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 136.5 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, ხოლო მესამე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს.