ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები დაეცა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები შემცირდა. ერთთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 0.5%-ს შეადგენს, ხოლო უნცია ოქროს ფასი ამჟამად 3,300 დოლარია.

ძვირფასი მეტალების გაიაფება იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სავაჭრო ომის დასრულებას და სახელმწიფოების უმეტესობასთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას გეგმავს, თავად ეს მოცემულობა კი ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებისთვის სასურველი არ არის, რადგან ძვირფასი მეტალების ღირებულებას სწორედ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება განსაზღვრავს და არც მისი შემცირება.

მართალია, ერთკვირიან და ერთთვიან პერიოდში ოქრო გაიაფებულია, თუმცა ერთწლიან პერიოდში მისი ფასი მაინც 40%-ითაა გაზრდილი, ამიტომ ეს ბოლოდროინდელი კლება მინიმალურ კორექციად შეიძლება ჩაითვალოს, ასევე პოზიტიური შედეგი აქვს ვერცხლსაც, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე 27%-ით არის გაძვირებული.