ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები წლიურად 4.6%-ით 2 810 524-მდე გაიზარდა. აქედან ტურისტული ვიზიტები 2 270 363 იყო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ერთდღიანი ვიზიტებში კი 4%-იანი კლებაა 540 161-ს შეადგენს.
მიმდინარე წლის ორ კვარტალში ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა. ჯამში ორ კვარტალში რუსეთიდან 581 099 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც კლება 14.5%-ია, საანგარიშო პერიოდში აქედან 533 614 ვიზიტი შედგა.
Top 15 ქვეყანა, საიდანაც 6 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
- რუსეთი - 581 099 (ზრდა 10%);
- თურქეთი - 533 614 (კლება 14.5%);
- სომხეთი - 390 788 (ზრდა 0.8%);
- ისრაელი - 171 294 (ზრდა 35.7%);
- აზერბაიჯანი - 135 248 (ზრდა 36%);
- ინდოეთი - 75 893 (ზრდა 31.4%);
- ყაზახეთი - 62713 (კლება 10.8%);
- ირანი - 57 292 (კლება 7.5%);
- უკრაინა - 56 461 (ზრდა 9.9%);
- ჩინეთი - 46 755 (ზრდა 42.3%);
- ბელარუსი - 46 248 (ზრდა 5.9%);
- პოლონეთი - 33 658 (ზრდა 21.9%);
- გერმანია - 32 392 (ზრდა 4.2%);
- უზბეკეთი - 29 376 (ზრდა 14.5%);
- საუდის არაბეთი - 26 910 (ზრდა 20.8%);
როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. 2025 წლის ორ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) თითქმის 202 ათასი ვიზიტი შედგა, შარშანდელთან შედარებით ზრდა 10.2%-ია.