2024 წელს საქართველოში 2 452.5 ტონა თევზი აწარმოვეს - 17 ტონით ნაკლები, ვიდრე 2023 წელს - ამის შესახებ საქსტატის აკვაკულტურის სექტორის მიმოხილვის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში თევზის წარმოება ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება, 2021 წლიდან დღემდე კი კლება 14%-ს შეადგენს.
2021 - 2 861.1 ტონა
2022 - 2 791.7 ტონა
2023 - 2 469.5 ტონა
2024 - 2 452.5 ტონა
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 1 191.7 ტონა, კვლავ ცისარტყელა კალმახი აწარმოვეს. მეორე ადგილზეა კობრისებრი ჯიშის თევზი, კერძოდ:
- ორაგულისებრნი (მათ შორის ცისარტყელა კალმახი) - 1 206.9 ტონა
- კობრი და სარკისებური კობრი - 463.3 ტონა
- თეთრი ამური - 153.6 ტონა
- თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 299.1 ტონა
- ზუთხისებრნი - 278.6 ტონა
- ლოქოსებრნი - 37.4 ტონა
- სხვა - 0.6 ტონა
გასულ წელს ყველაზე მეტი თევზი - 988.6 ტონა - კვლავ კახეთში აწარმოვეს. მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 750.3 ტონა თევზით, მესამე ადგილს კი გურია 199.6 ტონით იკავებს.
დანარჩენი რეგიონების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 56.9 ტონა
- იმერეთი - 87.0 ტონა
- სამცხე-ჯავახეთი - 141.8 ტონა
- აჭარია არ - 122.7 ტონა
- დანარჩენი რეგიონები - 105.6 ტონა
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის შემდეგ, თევზის წარმოება ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიზარდა, სადაც 50.4 ტონით მეტი პროდუქტი აწარმოვეს, ვიდრე 2023-ში (91.4 ტონიდან 141.8 ტონამდე). შიდა ქართლში კი წარმოება ყველაზე მეტად შემცირდა. თუ 2023 წელს რეგიონში 882.2 ტონა თევზი აწარმოვეს, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 750.3 ტონაა - 131.9 ტონით ნაკლები.