... ... hotnews.ge - საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. ხვალ სამიდან ერთი შეირჩევა და კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება.

შერჩევა გასაუბრებების საფუძველზე შვიდ კანდიდატს შორის მოხდა. გადაწყვეტილება საბჭოს თორმეტი წევრიდან თერთმეტმა მიიღო, რადგან ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ არ მიიღო.

საპროკურორო საბჭოს წევრები ხვალ 11:00 საათზე შეიკრიბებიან და სამი კანდიდატიდან ერთს შეარჩევენ.

YOU MAY LIKE