... ... hotnews.ge - ხარვეზები კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში

ხარვეზები კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში

არც ისე დიდი ხანია, რაც 40-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიან და უფასო სკრინინგ-კვლევაზე იწვევენ. თუ თქვენი ასაკით ამ სამიზნე ჯგუფში ხართ, მსგავსი შინაარსის მესიჯს აუცილებლად მიიღებდით. ჰოდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად პროდუქტიული და საკმარისია კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები 2018-დან 2021 წლამდე პერიოდში. საქართველოში სკრინინგ-პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის რეკომენდებულ მაჩვენებელთან მნიშვნელოვნად ჩამორჩენის მიზეზები იდენტიფიცირებული აქვთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კიბოს სკრინინგის პროგრამის განმახორციელებლებს. მათ მიერ არსებულ გამოწვევებზე საპასუხო ღონისძიებები ხორციელდება, თუმცა აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეს ღონისძიებები არ არის სისტემური, რეგულარული, კომპლექსური და სათანადოდ კოორდინირებული.

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კიბოს სკრინინგის პროგრამა იზოლირებულია სხვა სახელმწიფო პროგრამებისგან და არ არის განსაზღვრული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ფუნქცია-მოვალეობები, სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის მიმართულებით. შედეგად, პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად ოპტიმალურად არ გამოიყენება დაინტერესებული მხარეებისა და სხვა პროგრამების რესურსები...კითხვის გაგრძელება

YOU MAY LIKE