... ... hotnews.ge - სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მთავრობა ბიუჯეტიდან ₾200 000 დაეხმარება

სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მთავრობა ბიუჯეტიდან ₾200 000 დაეხმარება

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მთავრობა 200 000 ლარით დაეხმარება.

პრემიერის მიერ დღეს ხელმოწერილ განკარგულებაში არ წერია მიზნობრიობა. წერია მხოლოდ ის, რომ თანხა უნდა მოხმარდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამას.

საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონამდე მიმდინარე წლის მარტში გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ განათლების სამინისტროს დაავალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 35 მლნ ლარი მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარების გასაწევად. ჩამონათვალში იყო თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, საპატრიარქოს სკოლები (გიმნაზიები), სკოლა-ინტერნატები, პროფესიული კოლეჯები და სხვ.

YOU MAY LIKE