... ... hotnews.ge - აშშ და კიდევ 4 ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიაწვდიან

აშშ და კიდევ 4 ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიაწვდიან

შეერთებული შტატები, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი აცხადებენ, რომ კიევს გადასცემენ დამატებით ხუთ საჰაერო თავდაცვის სისტემას, მათ შორის პატრიოტის სარაკეტო ბატარეებს და პატრიოტის კომპონენტებს. 

"ჩვენ ვაპირებთ უკრაინას მივაწოდოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. მათ შორის რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე", - ნათქვამია ვაშინგტონში ნატოს სამიტის გახსნაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

გეგმის მიხედვით, კიევი მიიღებს ოთხ "პატრიოტის" სისტემას შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან, ამ სისტემების კომპონენტებს ჰოლანდიიდან და სხვა პარტნიორებისგან, ასევე ერთ SAMP/T სისტემას, რომელსაც იტალია გადასცემს.  

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ უკრაინას მიაწოდონ ათობით ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის NASAMS, HAWK, IRIS T-SLM, IRIS T-SLS და Gepard სისტემები.

 

YOU MAY LIKE