... ... hotnews.ge - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 ივლისს ქუთაისში +38 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +33 გრადუსია და ღრუბლიანობა არის მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაშიც წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ჭიათურაშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღე +34 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს. დღისით +35 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +36 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +24, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

წვიმაა მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

YOU MAY LIKE