... ... hotnews.ge - მსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა

მსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა

მძიმე ეპილეფსიით დაავადებული ბიჭი გახდა პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც გამოცადა თავის ქალაში ჩამონტაჟებული ახალი მოწყობილობა ეპილეფსიური შეტევების გასაკონტროლებლად.

ნეიროსტიმულატორმა, რომელიც აგზავნის ელექტრულ სიგნალებს ტვინის სიღრმეში, ორან ნოულსონის დღიური კრუნჩხვები 80%-ით შეამცირა.

პაციენტის დედამ, ჯასტინმა BBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის უფრო ბედნიერია და „ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდა“.

ოპერაცია ლონდონის Great Ormond Street-ის საავადმყოფოში ოქტომბერში ჩატარდა. მაშინ პაციენტი 12 წლის იყო.

ორანს აქვს ლენოქს-გასტაუს სინდრომი, ეპილეფსიის მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმა, რომელიც მას 3 წლის ასაკში განუვითარდა. მას ყოველდღიურად 20-დან 100–მდე შეტევა ემართებოდა.

ორანის დედამ ოპერაციამდე ისაუბრა, თუ როგორ დომინირებდა ეპილეფსია მისი შვილის ცხოვრებაზე: „ამ დაავადებამ მას მთელი ბავშვობა წაართვა“.

მან აღნიშნა, რომ ორანს შეტევები სხვადასხვა ფორმით ჰქონდა, მათ შორის დაცემითა და გონების დაკარგვით. ზოგჯერ სუნთქვას წყვეტდა და საჭირო ხდებოდა მისი სასწრაფო რეანიმაცია.

გარდა ეპილეფსიისა, ორანს ასევე აქვს აუტიზმი და ADHD, მაგრამ ჯასტინი ამბობს, რომ ეპილეფსია მათ შორის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა: „მე მყავდა ჯანმრთელი 3 წლის ბავშვი, შეტევების დაწყებიდან რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და დაკარგა ბევრი უნარი“.

YOU MAY LIKE