... ... hotnews.ge - ყავა გულისთვის სასარგებლოა?

ყავა გულისთვის სასარგებლოა?

დღეში ერთი ან მეტი ფინჯანი შავი ყავა გულის უკმარისობის რისკს ამცირებს - განაცხადეს ამერიკელმა მკვლევარებმა. აშშ-ის გულის ასოციაცია ამ დასკვნამდე სამი მასშტაბური კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ მივიდა. კვლევებში, დაახლოებით, 21 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი კვლევა კი 72 წელი მიმდინარეობდა. სწავლულებმა დაადგინეს, რომ ყავის მსმელებს შორის გულის უკმარისობის რისკი 5-დან 12%-მდე ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ყავას არ მიირთმევენ. თუ ადამიანი დრეში ორ ფინჯან მატონიზირებელ სასმელს მიირთმევს, ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შედეგი მხოლოდ შავი, უშაქრო ყავის მოხმარების შემდეგ მიიღწევა. გულის უკმარისობის რისკს არც უკოფეინო ყავა ამცირებს. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მათთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

YOU MAY LIKE