notnews ganivi3 

    რამდენი ადამიანია ჰოსპიტალიზებული სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით

    რამდენი ადამიანია ჰოსპიტალიზებული სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით

    სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების სტატისტიკა გაიზარდა. 2021 წლის 2 მაისიდან და 4 მაისის დილის 10:00 საათამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა. აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი. 

    აღნიშნული შემთხვევები შემდეგი რაოდენობით გადანაწილდა: თბილისი – 281 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 226. საქართველოს დანარჩენი რეგიონები – 504, ჰოსპიტალიზაცია – 432. დასახელებულ პერიოდში მოიმატა კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმაც. ამ მიზეზით ცენტრში 411 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 194 ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 121 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 27, საქართველოს სხვა რეგიონები: 290 პაციენტი, ჰოსპიტალიზაცია – 167.

    წყარო: პირველი არხი

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.