notnews ganivi3 

    ინფორმაცია 33 ათასი ნათურის 65 მილიონ ლარად შესყიდვის შესახებ სრული სიცრუეა - თბილისის მერიის განცხადება

    ინფორმაცია 33 ათასი ნათურის 65 მილიონ ლარად შესყიდვის შესახებ სრული სიცრუეა - თბილისის მერიის განცხადება

    თბილისის მერია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში LED სანათების შესყიდვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

    „აღნიშნული მედიასაშუალების მიხედვით, თბილისის მერია თითქოს გეგმავს 33 000 ნათურის 65 მლნ ლარად შესყიდვას, რაც სრული სიცრუეა.

    დედაქალაქის გარე განათების განახლებისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LED სანათის შესყიდვა. აღნიშნული სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200 ლარი.

    დღესდღეობით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარე განათების მიმართულებით ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 22 000 000 ლარს, აქედან ელექტროენერგიის ხარჯი არის 13 500 000 ლარი, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯი 8 500 000 ლარი.

    აღსანიშნავია, რომ სოდიუმის არსებული ნათურები, რომელიც მოძველებულია, ფაქტობრივად, არსად გამოყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ისინი ჩანაცვლდეს ეკონომიური და უსაფრთხო ნათურებით.

    აღნიშნული პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ ელექტროენერგიის და მომსახურების დანაზოგის სახით, დედაქალაქს წლის განმავლობაში 10 მლნ ლარით შეუმცირდება ხარჯები. სწორედ ამ დაზოგილი თანხით იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით არცერთი თეთრის გაღება არ მოუწევს. მიღებული ეკონომიის ხარჯზე, 10 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაიფარება პროექტის ღირებულება“,

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.