notnews ganivi3 

    ძლიერი ქარი, ელჭექი და წვიმა - საქართველოში ამინდი უარესდება

    ძლიერი ქარი, ელჭექი და წვიმა - საქართველოში ამინდი უარესდება

    ქვეყანაში უამინდობა გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში კვლავ წვიმს.

    წვიმასთან ერთად ზოგან მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი. არაა გამორიცხული, ნალექმა მდინარეების ადიდება და მეწყერული პროცესები გამოიწვიოს. მეტეოროლოგები მოსახლეობას და შესაბამის უწყებებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. დასავლეთის ძლიერი ქარი გაძლიერდება დედაქალაქში, სინოპტიკოს ნაირა მანველიშვილის თქმით, ქარი განსაკუთრებით ძლიერი თბილისის გარეუბნებში იქნება "აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის ძლიერი ნალექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, რომელიც გარეუბნებში მიაღწევს 17-22 მეტრ წამს," - განაცხადა ნაირა მანველიშვილმა.

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.