notnews ganivi3 

    თბილისის რომელ უბნებს შეუწყდება დღეს ელექტრომომარაგება - თელასის განცხადება

    თბილისის რომელ უბნებს შეუწყდება დღეს ელექტრომომარაგება - თელასის განცხადება

    ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბლისის რამდენიმე უბანს 5 და 6 მაისს, სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება მათივე ცნობით, 5 მაისს ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), დირსიჭალის, მანავის, დოდაშილის, ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, აბრამიშვილის, ჩოლოყაშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 6 მაისს ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ელექტროენეტგიის მიწოდების შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის IV და VI მიკრორაიონების, შეშელიძის, ხევძმარის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. „ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, კოსტავას და ვიქტორ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. ასევე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას. ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას. კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას I ჩიხის და პუშკინის ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.