notnews ganivi3 

    „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება

    „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება

    დღეს, საღამოს 20:00 საათიდან „ასტრაზენეკის“ ვაქცინის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება. აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

    როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, რეგისტრაციის შემდეგ, მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ გამოცხადდნენ.

    ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკის ვაქცინით ჩაიტარა.

    ამირან გამყრელიძემ არსებული ეპიდვითარებაც შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანა ეპიდსიტუაციის გაუარესების მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

    4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.