notnews ganivi3 

    Hotnews

    სქემარქიმანდრიტი სერაფიმე სენსიტიურ თემაზე საუბრობს და იხსნებს ბავშვობაში მომხდარ ამბავს, რომელიც დღემდე აწუხებს.

    „ჩვენს მეზობლად ერთი ებრაელი ბიჭი ცხოვრობდა, სადღაც 9 წლის იყო ალბათ. მე – 10. მახსოვს დამიძახეს სტუმრად, ყველაფერი ჰქონდათ – ვიდეომაგნიტოფონი – ელექტრონიკა იყო ადრე. შინაგანად სულ მშურდა, მე რომ არა და მას ჰქონდა.

    ამ პერიოდში ნატანჯი ვიყავი, 2 წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ახალი ამდგარი ვიყავი. მუხიანში იყო ხრამი, ეს ბიჭი ბევრს ლაპარაკობდა. რამდენჯერმე ვუთხარი გაჩუმებულიყო, თორემ გადავისვრიდი. ავდექი და უბრალოდ ხრამთან ხელით მეჭირა, მახსოვს მისი თვალები, რომლებიც მიყურებდა და ყვიროდა, ხელი არ გამიშვაო. რა თქმა უნდა, ამოვიყვანე, მაგრამ არ არსებობს, ეს მომენტი წელიწადში 2-3-ჯერ ვნახულობ სიზმარში დღემდე. ამის შესახებ 1 000-ჯერ მაქვს ნალაპარაკები მოძღვართან, ეს ცოდვა აღარ მაქვს, მაგრამ მაწუხებს.

    სანამ ბერად აღვიკვეცებოდი, ყველა ჩემს მეგობართან და მტერთან შერიგება ვცადე. ყველა ვნახე, გარდა იმ ებრაელი ბიჭისა. მითხრეს, რომ ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.

    თუ მისმენს, ვეტყოდი – ერთი უნამუსო კაცი ბოდიშს ითხოვს, შენს წინაშე, რომელიც თავის დროზე ასეთი ცოდვა ჩაიდინა. რეალურად მაწუხებს, ეს მაწუხებს უკვე 31 წელია. ამ ცოდვასთან ვცხოვრობ. არაფერი ისე არ მაწუხებს, როგორც ამ ადამიანის მიმართ ჩემი დამპლური საქციელი.

    უფრო და უფრო წლოვანებაში რომ შედიხარ, თუ ვინმესთან დანაშაული გაქვს უფრო და უფრო შენს თავს ღორად გრძნობ, რადგან ადამიანი კარგს გიკეთებდა და შენ რითი გადაუხადე“, – ამბობს მამა სერაფიმე.

    ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლებში ხევში, დაბაში, ზემოხეთსა და ბურნათში ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

     

    როგორც მერიაში ამბობენ, ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც და რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

     

    ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში წაქცეული ხეების გამო სოფელ ხევში გადაიკეტა გზა, თუმცა მოძრაობა მალევე აღდგა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, გარდა ერთი უბნისა, ყველგან აღდგენილია.

     

    „ჩოხატაურში, ძლიერმა ქარმა, მნიშვნელოვანი დაზიანება მიაყენა მუნიციპალიტეტს. მობილიზებულია თვითმმართველობისა და სამაშველო სამსახურები. გვეხმარებიან კერძო სტრუქტურის წარმომადგენლებიც. მთავარია, მსხვერპლი არ არის. ყველაფერს აღვადგენთ, ისე როგორც არა ერთხელ გაგვიკეთებია“, - წერს ჩოხატაურის მერი სოციალურ ქსელში.

     

    ამ დროისთვის ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.

    ხვალ 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. აქტივისტები თბილისში სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავენ, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება. დედაენის ბაღში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, „თბილისის პრაიდის“ წევრები იმედოვნებენ, რომ დღე მშვიდად ჩაივლის.

    ამასთან, ფიზიკური ანგარიშსწორების პრევენციისთვის “თბილისი პრაიდის” წევრები გურამ ფალავანდიშვილის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას ითხოვენ.

    ბრალდებების ადრესატი ლგბტქთემის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას კატეგორიულად უარყოფს. პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ საჯარო სივრცეში, „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ აქციების ჩატარებას, ხელს ყველა ფორმით შეუშლის.

    დაპირისპირება დმანისში - კონფლიქტი ქ. დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

     

    ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.

     

    ამ წუთებში მოსახლეობა ქუჩაშია, მობილიზებულია პოლიცია, მაგრამ ის კონფლიქტში არ ერევა..

    „არ შევეგუებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაბული დაჯგუფებების შიშის ქვეშ იცხოვრონ“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

     

    ისრაელის პრემიერის თქმით, მიუღებელია სინაგოგების და ებრაელი ხალხის საკუთრების ხელყოფა.

     

    ამასთან, ნეთანიაჰუმ თანამოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ იმ არაბებზე თავდასხმისგან, რომლებსაც მშვიდობა სურთ.

     

    „ჩვენ არ დავუშვებთ ებრაელი ხალხის ლინჩის წესით გასამართლებას. არ შევეგუებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაბული დაჯგუფებების შიშის ქვეშ იცხოვრონ. მიუღებელია სინაგოგებისა და ებრაელი ხალხის საკუთრების ხელყოფა. ამავე დროს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ არაბებზე თავდასხმისგან, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და მშვიდობა სურს. მსგავსი რამდენიმე ფაქტი მოხდა და ეს მიუღებელია“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

     

    ინფორმაციისთვის, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს.

     

    ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 188-ს შეადგენს.

    ნაძალადევის რაიონი

     

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

     

    გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, გუდამაყრის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ფეიქრების, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ჭილაიას, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის, ნინუას და საყვირის ქუჩების მოსახლეობას.

     

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ბოგვის, ზიგზაგის, ჩარგლის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.

     

    ვაკის რაიონი

     

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, დარიალის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, დარიალის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

     

    სამგორის რაიონი

     

    გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, თეთრიხევის დასახლების და სამგორის შესახვევევის მოსახლეობას.

     

    გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, იმედაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

     

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V მიკრორაიონის და აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

     

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

     

    კრწანისის რაიონი

     

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ლომინაძის, სურგულაძის, ანდრო ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას.

     

    ჩუღურეთის რაიონი

     

    გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და კვინიტაძის ქუჩის მოსახლეობას.

    გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლენტეხის ქუჩის მოსახლეობას.

     

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა. ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს.

     

    ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს.

     

    მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა. ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.

     

    ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე.

     

    სამომავლოდ, ავტობუსის ზოლები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, თამარაშვილის, აფხაზის, ჰოლბრუკის, ხმელინცკის, ჯავახეთის, ჩაჩავას, დადიანის, წინამძღვრიშვილის, გაგარინის, ერისთავის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, მირიან მეფის, პეტრიწისა და არჩილ მეფის ქუჩებზე; ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას, მოსკოვის, თამარ მეფის, წერეთლის, გელოვანის, რობაქიძის (სრულად), ფარნავაზ მეფისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე.

     

    აღნიშნული გეგმა დამუშავების პროცესშია და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „ATM Dubai“ მიიღებს მონაწილეობას.

     

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: „WST Georgia“, „Guide of Georgia“, „Georgian Holidays“, „Voyager“, „Travel to Georgia 2010“,“ Arrival DMC“ და სასტუმრო „The Biltmore Hotel“ იქნებიან წარმოდგენილები.

     

    მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამართავს პრეზენტაციებს.

     

    „მოეწყობა სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. დუბაის გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას.

     

    კერძო სექტორის წარმომადგენლებს კი საშუალება ექნებათ ახალი კონტაქტები დაამყარონ და ტურისტული პაკეტები შესთავაზონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებს. დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

    მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები გორის სოციალურ საცხოვრისში ინფექციის კერაა. ხალხი შველას ითხოვს, მერია კი არ რეაგირებს.

     

    სოციალურად დაუცველებმა დახმარების თხოვნით "მთავარ არხს" მიმართეს. ამბობენ, რომ სოციალური საცხოვრისი დგას მთლიანად წყალში, სარდაფი კი ფეკალიებითაა სავსე. საცხოვრისში სხვადასხვა ინფექციები გავრცელდა. მათ დახმარების თხოვნით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა მათი თქმით, მერიისაგან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

     

    "ჩვენ რამდენჯერმე დავწერეთ განცხადება, მოვიდა ერთი პირი დაათვალიერა და წავიდა ისევ უკან. ინფექციების გავრცელების რისკია", - ამბობს საცხოვრებლის ერთ-ერთი ბენეფიციარი.

     

    სოციალურად დაუცველები ასევე ბინების დაკანონებასაც ითხოვენ.

    მათი თქმით, კომპანიამ ბონუსები მოუხსნა, რაც მათ ანაზღაურებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

     

    "ბონუსები, რასაც გამოვიმუშავებდით და რის გამოც აზრი ჰქონდა მუშაობას, მთლიანად მოგვიხსნეს. გვითხრეს, იყავით მონებიო",- ამბობს ერთ-ერთი კურიერი.

     

    "ობიექტამდე მისვლის თანხას აღარ გადაგიხდითო, ბონუსები აღარ იქნებაო. ბიჭები ამით მუშაობდნენ ძირითადად. არ ვითხოვთ პრემიების ჩარიცხვას. უბრალოდ, შრომა დააფასონ, ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს", - გლოვოს კურიერი

     

    აქციის პარალელურად კურიერების ნაწილი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. კომპანიამ მოთხოვნებზე სამსჯელოდ 2-კვირიანი ვადა მოითხოვა.

     უმცა, როგორც კურიერებმა თქვეს, კომპანიას აღარ ენდობიან.

     

    "არ იქნება არავითარი კომპრომისი ჩვენი მხრიდან", - აცხადებენ კურიერები.

    Please publish modules in offcanvas position.