notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 641 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 138 პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 274 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 229 ფაქტი გამოვლინდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
     
     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
     
    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
     
    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
     
     

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მელიას, სააკაშვილის და უგულავას მიერ სტრატსბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელების შესახებ გააკეთა განაცხადება:

    „ეს არის სტრასბურგის სასამართლოში იმ ადამიანების სარჩელი, ვისი ხელისუფლების და ვის მიმართაც ჩვენს თანამოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ შეტანილი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინ ეს ადამიანები უგულებელყოფდნენ სტრასბურგში შეტანილ საჩივრებს. უგულებელყოფდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და ადამიანის უფლებებს. საფუძვლიან კითხვებს აჩენს, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური აქტი, ვიდრე მათი მხრიდან რაიმე სიმართლის ძებნის მცდელობა. ეს დაგვიანებულია, ვინაიდან მათთან მიმართებაში საქმეები უკვე ბევრი წელია, სასმართლოში იხილება და გადაწყვეტილებებიც იყო მიღებული.

    ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“

     

    მე მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული.
    ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ სასულიერო ლიდერებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
    მთავრობის მეთაურის თქმით, რამაზან-ბაირამის დღესასწაული სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის რწმენას და ერთმანეთზე ზრუნავდნენ.
    “დღეს დიდი დღეა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით რამაზან-ბაირამის დღე, ეს დღე არის სიყვარულის დღე, სიკეთის დღე, სითბოს დღე და მე მინდა გულით ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ თქვენთვის ეს დიდი დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ პანდემიის გამო ჩვენ ხშირად ვერ ვიკრიბებით, მაგრამ ეს ტრადიცია ყოველთვის გვქონდა, მოგეხსენებათ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, სისტემატიურად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთის გასაჭირს, პრობლემებს ვისმენდით, საკითხებს ვწყვეტდით და მე მინდა, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. მე ვიცი, რომ ბატონ ზაზას აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, მეც პირადად ჩავერთვები, მექნება სისტემატიური შეხვედრები თქვენთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შვილები და ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე სიყვარულით და პატივისცემით. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო პირებთან შეხვედრაზე.
    დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრს რამაზანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
    „პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ასევე მინდა გადმოგცეთ ჩვენი მრევლის გულთბილი სალამი. გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამაზანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან იყო ხელშეწყობა საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით. ჩვენც, თავის მხრივ, ვიცავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც გასცემს შესაბამისი, ჯანდაცვის და სახელმწიფო ორგანოები, რათა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პანდემიის დამარცხება. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც გამოირჩევა კულტურული, ეთნიკური, კონფესიური მრავალფეროვნებით და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული მონაპოვარი, ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. მე მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც და დღესაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსის, აღმსარებლობის ადამიანები ჰარმონიულად, ძმურად, მეგობრულად თანაცხოვრობდნენ და საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს ასეა დღესაც და ამ მიმართულებით თქვენი მხრიდან ვხედავთ ხელშეწყობას, მზაობას და ინიციატივებს“,- განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

     

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ პარლამენტის გარეთ დარჩენილი პარტიების საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შემოვლენ თუ არა პარლამენტში. ევროპული საქართველოს მთელი კურიოზი იმაში მდგომარეობს, რომ მათ სიიდან 5 მანდატი ერგოთ, აქედან 4 დეპუტატი უკვე პარლამენტშია შემოსულია, თუმცა არცერთი არ აღიარებს, რომ ისინი „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან.

    ამ ორი პარტიის პარლამენტში შემოსვლას მნიშვნელობა აღარ აქვს ორი მიზეზი გამო: პირველი, 19 აპრილის ხელმოწერის შემდეგ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში კრიზისი ამოიწურა. ამით დასრულდა ის საკითხი, რომელიც შეეხებოდა პარტიებს შორის ურთიერთობებს და მეორე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, იმით რომ 19 აპრილს შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო პარტნიორების თვალში დაადასტურეს, რომ ეს ორი პარტია არის რადიკალური პარტია და ამ ორი პარტიის ერთადერთი მიზანია, ძალაუფლების მოპოვება ძალით. 15 მაისის აქცია, სწორედ იმიტომ გადაიდო, რომ მათ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ არც აქციებსა და არეულობის მოწყობაში“

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა - გელა კვაშილავამ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.
    დღეს, 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, გელა კვაშილავას მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც დაადასტურეს 2021 წლის 20 იანვარს გელა კვაშილავას ყოფნა კონკრეტულ ადგილსა და დროს.
    გელა კვაშილავას წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს არამარტო იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, არამედ ისიც დასტურდება, რომ ტელეკომპანია „პირველმა“ იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.
    მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "პირველმა" სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა.
     
     

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა:

    „რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისათვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება ჯაველინების დამატებითი პარტიის შეძენა“,

    „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ლელოს“ ფრაქციის შექმნა მიულოცა და ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

    „ლელოს“ ვულოცავ ფრაქციის შექმნას და კონსტრუქციულობას ვუსურვებ. ვუსურვებ, ეამაყოთ იმით, რომ თავიანთი საქმე კარგად აკეთონ, ამ მოწვევის პარლამენტში მათი მუშაობა იყოს ნაყოფიერი. ალბათ, მომავალში მათ ამის თქმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. არა მხოლოდ საქართველოში, წარმოუდგენელია ხელისუფლება, რომელიც უნაკლოა, არ უშვებს შეცდომებს.

    სჯობს, დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, რასაც ასე ხშირად ვაწყდებით, რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ და მიგვითითონ, სად არის შეცდომები. როგორც კი ვნახავთ, რომ ეს არის რაციონალური, ფაქტებზე დაყრდნობილი, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. ეს არის ოპონირების არსი“

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
     
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 510 ფაქტი გამოვლინდა.
     
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 პირი დააჯარიმა.
     
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
     
    გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 188 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 229 ფაქტი გამოვლინდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
     
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
     
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

    დაჯილდოების ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - რებეკა ჰანტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

    მაიკლ ტერნერს, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან არის მოვლენილი, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და კინოლოგიური სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

    მაიკლ ტერნერმა ვახტანგ გომელაურს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროექტებს ახორციელებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.

     

    Please publish modules in offcanvas position.