notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და  ამ დროისთვის სულ კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტია მოთავსებული:

    „ჩვენთან 46 პაციენტი წევს, აქედან 45 არის დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტი გახლავთ ერთი, ბოლნისის წყაროდან. ახალგაზრდა პირი და მას არც თანმდევი დაავადებები არ აქვს და არც რისკჯგუფში არ შედის. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გუშინ ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა და გაფართოებული კვლევები, შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის პნევმონია, თავისი ზოგადად საშუალო მდგომარეობით.

    დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს 45 დადასტურებული, აქედან 17 მძიმე პნევმონიით რჩება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. გვყავს ცხრა მოზარდი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული დაგვემატა, რომელმაც დატოვა კლინიკა“

    ბოლო მონაცემებით, COVID19-ით 200 698 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის  ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 922 063 შეადგინა, ხოლო 837 109 გამოჯანმრთელდა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

     

    ჩეხეთის რესპუბლიკამ ამ კვირაში შეარბილა შეზღუდვები, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შემცირდა და ექიმების აზრით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობის თათბირის შედეგად გადაწყვიტეს, რომ ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნას. ასევე, მთავრობა უკვე იძლევა 10 ადამიანის შეკრების ნებართვას, აქამდე მხოლოდ ორი ადამიანის შეკრების ნაცვლად. ასევე, ყველა უნივერსიტეტი ორშაბათიდან გაიხსნება. გარდა ამისა, ამუშავდება ყველა მაღაზია, რომელიც აქამდე დახურული იყო. მიუხედავად ყველაფერ ამისა, ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ატაროს პირბადე და დაიცვას ჰიგიენის ყველა წესი. ასვეე, ჩეხეთი აპირებს მალე გახსნას საზღვრები და აღადგინოს ფრენები, თუმცა ყველა მოგზაური ვალდებული იქნება, წარადგინოს დოკუმენტი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგით ან გაიაროს ორკვირიანი კარანტინი.

    ჩეხეთი ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომლემაც განსაკუთრებით მკაცრი ზომები დააწესა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სწორედ ამის გამო ქვეყანამ უფრო სწრაფად შეძლო ჩვეულებრივ რეჟიმში დაბრუნებულიყო. ქვეყანის მთავრობა COVID-19-თან ბრძოლის შედეგად მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ ვირუსის გავრცელება მკვეთრად შენელებულია. ახლა ჩეხეთშ დღეში საშუალოდ ინფიცირდება 119 ადამიანი, რაც აპრილში დაინფიცირებულთა რაოდენობის ნახევარია. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 7188 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 213 ადამიანი.

    „დასაძინებელი წამალი ჩაიში ჩავუყარე, გავთიშე და სამართებლით მშვიდად გადავუჭერი საძილე არტერია. საექთნოც დამთავრებული მაქვს და არტერიის პოვნა არ გამჭირვებია. ზეწარი კი იმიტომ გადავაფარე, სისხლს რომ არ დავესვარე. ჩადენილს არ ვნანობ,“ - ესაა ამონარიდი ახალგაზრდა ქალის ჩვენებიდან, რომელმაც 60 წლის მამაკაცი მოკლა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი და რა აკავშირებდა მკვლელს მოკლულთან?

    სისხლიანი შურისძიების დეტალები წაიკითხეთ აქ

    კონსტიტუციონალისტმა, ლევან ალაფიშვილმა „ვერსიას“ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ხელისუფლების სამივე წყარომ - პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ კონსტიტუციის დარღვევით მიიღეს და დაამტკიცეს საგანგებო მდგომარეობისთვის პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი. ალაფიშვილის განმარტებით, არაკონსტიტუციური ანუ ძალადაკარგულია საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა და მოქალაქეებს შეუძლიათ, დაკისრებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრონ:

    სრულად სტატია წაიკითხეთ აქ 

    ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გავრცელებული ვირუსია, ანუ ვიღაცამ ლაბორატორიაში აქამდე არსებული ვირუსი გააქტიურა ან თავიდან სხვა თვისებებით შექმნა. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეს „ვიღაც“ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ჩარლზ ლიბერია. ინფორმაციის მიხედვით, ის დააპატიმრეს ახალი კორონავირუსის შექმნისა და ჩინეთის სახელმწიფოსთვის მიყოდვისთვის. ეს ინფორმაცია ძალიან ბევრ ენაზე ითარგმნა და ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ გააზიარა, თუ როგორ მიყიდა ლიბერმა ეს ბიოიარაღი ჩინეთის მთავრობას, რის გამოც ახლა ციხეში ზის.

    ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი ტყუილი და კიდევ ერთი შეთქმულების თეორია აღმოჩნდა, რომლეიც სოციალურ ქსელში შეიქმნა. ჰარვარდის უნივერსიტეტის ქიმიისა და ქიმიური ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ჩარლზ ლიბერი ცოტა ხნის წინ ნამდვილად დააპატიმრეს, თუმცა არა ახალი კორონავირუსის შექმნისთვის და ჩინეთისთვის მიყიდვის გამო. ის, ორ მეცნიერთან ერთად, ჩინეთის მთავრობასთან ურთიერთობისა და კავშირის დამალვის გამო დააკავეს. ლიბერი, მართლაც, მუშაობდა ვუჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ასევე, აწარმოებდა კვლევით საქმიანობას ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით და სანაცვლოდ მატერიალურ მხარდაჭერას იღებდა. ეს აშშ-ის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია და ლიბერი ოფიციალური პირების შეცდომაში შეყვანის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ განცხადება არაერთმა ამერიკულმა მედია საშუალებამ გაავრცელა, ასევე ოფიციალური განცხადება გააკეთა ჰარვარდის უნივერსიტეტმაც.

    ხვალ, 24 აპრილს, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას კორონაპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარუდგინოს. არსებობს მოლოდინი, რომ ამ გეგმაში შესაძლოა, გათვალისიწნებული იყოს ე.წ. უმუშევართა გადასახადი. ამასთან, სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ თითოეულ ოჯახზე შესაძლოა 400 ლარი დარიგდეს. რამდენად რეალურია ეს მოარული ინფორმაციები და რა გამოსავალს სთავაზობენ ანალიტიკოსები მთავრობას? -

     

    ამის შესახებ დეტალები წაიკითხეთ აქ

    შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში ინახება საქმეები, რომლებიც შემთხვევით გაიხსნა და შემთხვევით გადაკვალიფიცირდა. ჰო, სწორედ რომ შემთხვევით, რადგან დღევანდელისგან განსხვავებით, ადრე მოქალაქეები სამართალდამცავებთან უფრო მჭიდროდ ურთიერთობდნენ და კანონდარღვევაზე ხმამაღლა საუბარიც არ „ტეხავდა“. ერთ ასეთ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი გვიყვება.

    ისტორიის დეტალები წაიკითხეთ აქ

     

     

    ცოტა ხნის წინ გავრცელებული აუტოფსიის შედეგად აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით თებერვალის შუა რიცხვებში კალიფორნიაში ორი  ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა სამი კვირის შემდეგ გამოაცხადეს. ახლა ეს ორი შემთხვევა ითვლება ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევბად, რომელიც 6 და 17 თებერვალს ფიქსირდება. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამ ახალმა ინფორმაციამ მთლიანად შეცვალა სიტუაცია ამერიკაში ახალ კორონავირუსის გავრცელების დროის და სიტუაციის შესახებ, რადგან აქამდე პირველი გარდაცვალების ფაქტი ვაშინგტონში 29 თებერვალს ფიქსირდებოდა.

    საინტერესოა ისიც, რომ ამ ორ ადამიანს არ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია არც ჩინეთში და არც - სხვაგან, რაც შეიძლებოდა ვირუსით დაინფიცირების წყარო ყოფილიყო. შესაბამისად, წყაროც ამ დრომდე უცნბობია. ექიმების დასკვნით, ეს ასევე ამერიკაში შიდა გავრცელების პირველ შემთხვევებადაც შეიძლება ჩავთვალოთ.

    „ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან თუ გარდაცვალების პირველი შემთხვევა 6 თებერვალს დაფიქსირდა, ნიშნავს , რომ ის იანვრის შუა რიცხვებში დაინფიცირდა. გარდა ამისა, არ გვაქვს წყარო და მოგზაურობის ისტორია, რაც შიდა გვარცელებისკენ მიანიშნებს. ეს კი ამტკიცებს იმას, რომ ამერიკაში იანვარში უკვე ახალი კორონავირუსის შიდაგავრცელება აქტიურად ხდებოდა და ამის შესახებ არ ვიცოდით. ეს კიდევ ერძთხელ ამტკიცებს, რომ ძალინა ბერვმა ადამიანმა ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და გამოკეთდა.“ - ამბობს ექიმი კოლინ კრაფტი.

    კორონაპანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში, მინიმუმ, ერთი თვით, ანუ 22 მაისამდე გაგრძელდა. კარანტინში, ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, ადამიანები ფსიქოლოგიურ სტრესში ცხოვრობენ, რადგან სახლიდან ვერ გადიან, ცხოვრების წესი აბსოლუტურად შეიცვალა და ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს შიშიც, რომ არ დაინფიცირდნენ ვირუსით, რომელმაც სამყარო შეცვალა. როგორ ავარიდოთ თავი პანდემიით გამოწვეულ შფოთვასა და სტრესს? - ამ კითხვით „ვერსიამ“ ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს მიმართა.

    ინტერვიუ სრულიად წაიკითხეთ აქ 

    Please publish modules in offcanvas position.