notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 170 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 117 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 904 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 146 ფაქტი გამოვლინდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
     
     

    Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 578 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა  909, ხოლო გარდაიცვალა 17  პაციენტი. 

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 305850 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა  287938, გარდაიცვალა 4060  პაციენტი.

    ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 99-ე შეხვედრა გაიმართება.

    ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. შეხვედრაზე მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გამოვლენილ ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ, რომლებიც საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

    ქართული მხარე ასევე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. ბოლო ასეთი ფაქტები დირბი-ტახტისძირისა და ღოღეთი-თამარაშენის მონაკვეთებზე მოხდა.

    უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება. ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზეც მოითხოვა, გამარტივდეს და აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლება და მიეცეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სთავაზობს.

    ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ამნისტიის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

    მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია. არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას. სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას. კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე.

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

    აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.

    „ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას. ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ევროინსის“ სასურველი მომსახურება.

    კომპანიის ჩართულობა გამოიხატება უშუალოდ ბენეფიციართან დაზღვევის პროცესის წარმართვაში. აგროდაზღვევის პოპულარიზაციისთვის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაზღვევო კომპანია ევროინსი მჭიდრო კომუნიკაციაშია რეგიონებში მყოფ ფერმერებთან და დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ადგილობრივი მკვიდრი“ – განაცხადა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა იაკობ ედილაშვილმა

    „მოხარული ვართ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. 2020 წელს ლიბერთი ბანკმა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიამ ფერმერებს შესთავაზეს ერთობლივი პროდუქტი – აგრო დაზღვევის განვადება. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის, ვინაიდან ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი და სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის გამო, მიიღოს დაგეგმილი შემოსავალი.

    ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს გაუმარტივოს საფინანსო და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა.“ – განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
     
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 116 ფაქტი გამოვლინდა.
     
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 107 პირი დააჯარიმა.
     
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
     
    გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 880 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 129 ფაქტი გამოვლინდა.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
     
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
     
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
     
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

    Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 521 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1058, ხოლო გარდაიცვალა 18 პაციენტი. 

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 304272 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 287029, გარდაიცვალა 4043 პაციენტი.

    სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება და  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა:

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“

    ოსკარების რიგით 93-ე კინოდაჯილდოვების ცერემონია დასრულდ და ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები სულ 23 ნომინაციაში გამოავლინა​. წლევანდელი ღონისძიება ჩვეულებრივზე ორი თვით გვიან ჩატარდა, მას შემდეგ, რაც იგი პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.:

    საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა Nomadland (მომთაბარეთა მიწა) გაიმარჯვა. მისი რეჟისორი ქლოე ჟაოა, რომელსაც ასევე გადაეცა ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის და კინოს ისტორიაში მეორე ოსკაროსანი რეჟისორი ქალი გახდა.

    ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარი ასევე ფილმ Nomadland​-ში შესრულებული როლისთვის ფრენსის მაკდორმანდს ერგო. ეს მისთვის მესამე ოსკარია და ის ოსკარების რაოდენობით მერილ სტრიპს დაეწია.

    Nomadland (მომთაბარეთა მიწა), რომელიც რეცესიით დაზარალებულ ამერიკაში ფურგონებში მცხოვრებ ადამიანების ამბავზეა, საუკეთესო 3 მთავარ ნომინაციაში გახდა.

    საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში კი ოსკარი მოულოდნელად ენტონი ჰოპკინსს, ფილმ "მამაში" შესრულებული როლისთვის გადაეცა.  თითქმის 30 წლის შემდეგ ენტონი ჰოპკინსისთვის ეს მეორე ოსკარია. პირველი ოსკარი მან "კრავთა დუმილში" შესრულებული ლეგენდარული როლისთვის მიიღო.

    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცისთვის დაწესებული ოსკარი - დენიელ კალუიას გადასცეს.

    იუნ იუჰ ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა ფილმ "მინარიში" ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

    საუკეთესო ორიგინალური სცენარი - ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა - იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი.

    ნომინაცია საუკეთესო ანიმაციური ფილმი - სული. საუკეთესო მუსიკის კატეგორიაშიც ამ ანიმაციამ გაიმარჯვა

    საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში 2021 წლის ოსკარი ფილმს "ორი შორეული უცნობი" გადაეცა.

    საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ფილმი "მამა"

    საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში კი ოსკარი დანიურმა ფილმმა Another Round-მა მიიღო


    ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ ამნისტიია შესახებ გააკეთა კომენტარი:

    "ამნისტია​ კონვენციურ დანაშაულებზე არ გავრცელდება, ჯალათებს არ შეეხება. კონვენციით დაცული მუხლებზე არ გავრცელდება. თუ საჭიროა, ამის შესახებ ჩანაწერიც იქნება. უამრავი დეტალია ამ კანონში. ყველა ვეცდებით, რომ სამშაბათამდე ყველა დეტალი დაზუსტდეს. 

    რაც მთავარია, ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა". 

    გიორგი ვაშაძის თქმით, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და რასაც 20-21 ივნისის ღამის დარბევაში მონაწილე 3 პოლიციელს ედავებიან.  ასევე, ამნისტია გავრცელდება კიდევ 3 მუხლზე, რითაც სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პროტესტში მონაწილე 16 ადამიანის მიმართ.

    სავარაუდოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციიას შორის მომდევნო შეხვედრა ხვალ იქნება. 

     

    Please publish modules in offcanvas position.