notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    გუშინ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა. 

    რეზიდენციიდან გამოსულ პოლიტიკოსებს  საპროტესტო აქცია დახვდათ. აქტივისტები აპორტესტებდნენ ოპოზიიცის გადაწყვეტილებას, არ ეთანხმებიან შეთანხმებას და და სახელმწიფოს მოუწოდებენ შეასრულონ მათი მოთხოვნები. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტთან პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა გუშინდელ ოპოზიციურ გადაწყვეტილების შესახებ ჰოთნიუს ესაუბრა:

    -როგორც  ვისი ოპოზიცის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ხელისუფლებასთან, თქვენ საპროტესტო აქციით შეხვდით, რატომ?

     - მაშინ როდესაც ხელშეკრულებაში, უპირობოდ არ არის  ჩადებული ვადამდელ არჩევნების მოთხოვნა და ასევე ბუნდოვანია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ხელისუფლება  სხვადასხვა პირობების შესრულებას ითხოვს, როდესაც 20 ივნისის საქმეზე ხელი ეწერება სრულ ამნისტიას, ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ნიკა მელია, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ითვლებოდნენ დამნაშავეებად. ისინი, ვინც დაზიანდა ითვლებიან დამნაშავეებად და ის პოლიციელები და მათი შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც დარბევის ბრძანება გასცა, ხდებიან უდანაშაულოები , ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესი. ისინი ცდილობენ, გახარიას გაუსუფთავონ წარსული და ანტისაოკუპაციო კამპანიას მიაყენონ ზიანი, რაც ჩვენთვის პირდაპირ მიუღებელია.

     - მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ნაციონალურ მოძრაობას, ხელ მოაწეროს დოკუმენტს, როგორც კი ნიკა მელია გათავისუფლდება, ამასაც გააპროტესტებთ?

    -ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნაციონალური მოძრაობა მანამდე, სანამ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი. სწორედ მის გადაწყვეტილებაზე იქნება  დამოკიდებული ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება. როგორც მათ განაცხადეს, ისინი ხელის მოწერას არ აპირებენ, გუშინაც არ მოაწერეს ხელი, არც კი მივიდნენ ამ შეხვედრაზე, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამ საღ აზრზე დარჩებიან.

    ჩვენთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელი პარტია გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია, ეს პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ არ მივაღწევთ საწადელს - პოლიტპატიმრების თავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უპირობოდ.

    - 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე გიერთდებიან თუ არა ის პოლიტიკოსები, რომლებმაც გუშინ მოაწერეს ხელი პარლამენტში შესვლაზე?

    - არ ვიცი, ეს ადამიანები გვიერთდებიან თუ არა 15 მაისის აქციაზე იმიტომ, რომ მათ, ფაქტობრივად, ამ ხელის მოწერით, ჩემი აზრით, უარი თქვეს 15 მაისის მთავარ იდეაზე, ვადამდელ არჩევნებზე, და ისინი ელოდებიან თვითმართველობის არჩევნებს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

    და მაინც თუ შემოგიერთდებიან რა იქნება თქვენი რეაქცია?

    - არ აქვთ მათ არც მორალური და არც შინაარსობრივი მხარე იმისა და მოწოდება, რომ ამ აქციას შემოუერთდნენ. არ მაქვს მე მოლოდინი, რომ ისინი ამ აქციაზე მოვლენ.

    სალომე ნოზაძე

     

    „ნაციონალური მოძრაობიდან“ სკანდალურად წასულმა ყოფილამა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძარობის“ საერთო ხელმოწერა დოკუმენტზე ჯერ არ არსებობ., თუმცა პარტიდან დამოუკიდებელი წევრის სახელით ხელი სალომე სამადაშვილმაც მოაწერა. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ დღეს ის შარლ მიშელს. 

    ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.

     

    დღეს, 20 აპრილს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვება.  პირველადი ინფორმაციით, ის პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება, რის შემდეგაც 16:30-16:50 საათისთვის ისინი მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

    მოგვიანებით, დაგეგმილია შარლ მიშელისა და პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით მხარეები ერთმანეთს პირისპირ უნდა ესაუბრონ, თუმცა როგორც ცნობილია ღარიბაშვილი ამ დრომდე იზოლაციაში რჩება. 

    ასევე ცნობილია, რომ ის ამის შემდეგ ის ოპოზიციური  პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა შეხვედრების ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.

    დღის ბოლოს, 21:00-22.30 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილი სადილს გამართავს.

    დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ- გიორგი ბაგრატიონმა დაცული სტრატეგიული ობიექტები მოინახულა და რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა იმერეთი-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა. გიორგი ბაგრატიონმა რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა. სამუშაო თათბირების შემდეგ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფოთის პორტი, ბათუმის ბულვარი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და რეგიონში არსებული დაცვის პოლიციის მიერ დაცული სხვა სტრატეგიული ობიექტები მოინახულა.

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს ევროკომისიის პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე მივიდეს და პირადად გააცნოს პოზიცია, რის გამოც დოკუმენტს ხელს არ აწერენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი მიშელის ქვეყანაში ჩამოსვლა, რადგან მას საშუალება ექნება პირადად გაეცნოს ყველა ოპოზიციური პარტიის - ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს და ვინც უარი თქვა ამაზე, პოზიციას.

    შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 15:00 საათზე ჩამოვა და სხვადასხვა პარტიასთან გამართავს შეხვედრებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 102 პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 359 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 173 ფაქტი გამოვლინდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს.
     
    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი, კუთვნილი ავტომობილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი 535 აბი ნარკოტიკული საშუალება, „ბუპრენორფინის“ და „მეტადონის“ შემცველი ხსნარებით 4 საინექციო შპრიცი, „COMBAT-PP“-ის და „ZORAKI M906“-ის მოდელების ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელყუმბარა და ხელყუმბარის შვიდი ფალია და 82 ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.
     
    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
     
     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, ამავე დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - დავით ახობაძე შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით დააჯილდოვა.
     
    ახობაძეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „გლოკის“ მოდელის პისტოლეტი გადაეცა.
     
    პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მიმდინარე წლის 5 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. სუიციდის მცდელობის შესახებ მიღებულ შეტყობინებაზე გასულ პოლიციელებს სანადირო თოფით შეიარაღებულმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ ესროლა, რის შედეგადაც ვანის პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება მიიღო. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
     
    ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
     
     

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, მის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარების თაობაზე წერს:

    "2021 წლის 16 აპრილს ქართული ოცნების შეთავაზების შედეგად, 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს".

    დოკუმენტი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    Please publish modules in offcanvas position.