notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. თითოეულ გამოვლენილ კანონდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები.

    "ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს.

    ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. პათოგენური სოკოს გარდა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნის ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.

    ეროვნული სატყეო სააგენტო, მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში

    დღეს 14:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება.  შეხვედრას კარლ ჰარცელთან ერთად, აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანიც დაესწრება.

    შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ცალმხრივად ხელი უკვე მოაწერა.

    Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 818 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 783, ხოლო გარდაიცვალა 14 პაციენტი.

     ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 295 358 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 280 915, გარდაიცვალა 3 939 პაციენტი.

    რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ გამოგზავნილი მედიატორის, კრისტიან დანიელოსნის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს. „ჰოთნიუსი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა ეწერა დოკუმენტში, რომელიც დანილსონმა მოლაპარაკებისას ოპოზიციას და ხელისუფლებას შესთავაზა. თალაკვაძის თქმით, მმართველი ძალა ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია.

     

    კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც საქართველოს მოლაპარაკებებში ჩართულ  პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

     

    ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ:

    დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით;

    შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად; უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები რეგიონალური გამოწვევების პირობებში;

    ვიმოქმედოთ მიზანდასახულად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად;

    ვაღიარებთ რა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხარდაჭერას, ვთანხმდებით, რომ: ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევალთ პარლამენტში და სრულად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში;

    მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით, რომ საქართველოს სტაბილურობას ერთიანობა სჭირდება.

    შესაბამისად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სწრაფად და კეთილსინდისიერად განვახორციელებთ შემდგომში მოცემულ ყველა საკითხს:

    1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

    - საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

    - გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

    ვადები:

    1. ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები.

    2. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.

    2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

    - მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

    - პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.

    - პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:

    - ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.

    - ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3- ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

    - საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.

    - საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.

    - ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.

    - უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

    - ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.

    - ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.

    ვადები:

    1. საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.

    2. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად.

    3. ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე

    3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

    ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

    - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

    - ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

    - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

    - რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად.

    - პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

    ვადები:

    1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე. 2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად. 3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება. 4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.

    ქართული ოცნების ოფისში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გააკეთებს.

     მედიისთვის უცნობია, რასთან დაკავშირებით იმართება ბრიფინგი.

    პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტში "გირჩის" შესვლას მიესალმება:

    "კეთილი იყოს მათი სამეფოს მობრძანება საქართველოს პარლამენტში. კარგია თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და ოთახებს დაიკავებენ. გირჩელებთან ჩვენ მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია. თუმცა, შეთანხმების ნაწილი "ოცნებასა" და "გირჩს" შორის ნამდვილად არ არის და ეს გადაწყვეტილება მთ დამოუკიდებლად მიიღეს. მათი მოთხოვნების უმეტესობა ვერ იქნება მსჯელობის საგანი, რადგანაც საქართველოში სრულიად სხვა სამართლებრივი სისტემა გვაქვს. თუმცა, მსჯელობა შესაძლებელია საარჩევნო საკითხებზე,"

    "გირჩი" ორშაბათიდან საპარლამენტო საქმიანობას შეუდგება, რის შესახებაც ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მან ისიც აღნიშნა, რომ ოცნებასთან მოლაპარაკებები არ ჰქონია, უბრალოდ გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა:

     

    "ოცნებასთან ამ საკითხებზე მოლაპარაკება არანაირად არ გვქონია, ჩვენ, უბრალოდ, "ოცნებას" შევატყობინეთ.

    ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას. 3 წელზე მეტია დარჩენილი ამ პარლამენტის, თუ მას აქვს შანსი შედგეს ფუნქციონალური ორგანო, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შევიდეს და პარლამენტმა მიიღოს ის ფორმა, რა ფორმითაც ის ხალხმა აირჩია, მაგრამ თუ არ შედიან, ამ პარლამენტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ნება, თუ ეს ნება გამოჩნდება, შევაფასებთ, რომ ეს მართლა პარლამენტია, თუ ეს ვერ დავინახეთ, მაშინ, ჩვენ იქ ყოფნას ექნება "ოცნების" გაპრავების შინაარსი“

    დღეს ლიბერთი ბანკსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სასურველი მომსახურება. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. “ნიუ ვიჟენ დაზღვევა სადაზღვევო ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევს ბაზრის სხვა მოთამაშეებს როგორც კორპორატიულ, ასევე საცალო დაზღვევის მიმართულებით. აგრო დაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ მოვიცავით ბაზრის 10%, გავაფართოვეთ სააგენტო ქსელი, დავხვეწეთ პროდუქტის შეძენის სიმარტივე და დავფარეთ მთელი საქართველო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებად გვყავდეს ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნის მექანიზმები. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ლიბერთი ბანკთან. პარტნიორობის ფარგლებში, ის ფერმერები, რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის აგრო დაზღვევას, ასევე შეძლებენ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით. პროცენტის დაფარვის ვალდებულებას კი ჩვენი კომპანია აიღებს საკუთარ თავზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ერთად შევთავაზებთ ფერმერებს მაქსიმალურად მარტივ, ხელმისაწვდომ და სასარგებლო პროდუქტს” - განაცხადა ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ. „მოხარული ვართ ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან თანამშრომლობის დაწყებით. პარტნიორობას პირველ ეტაპზე ვიწყებთ აგრო დაზღვევით, რაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის - ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან და დაიცვას რისკებისგან საკუთარი შემოსავლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ზოგადად აგრო დაზღვევის ცნობადობა და ამასთანავე, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სასარგებლო სერვისები ჩვენი მომხმარებელი ფერმერებისთვის. ახალი პროექტი გვაძლევს საშუალებას, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

    „რუსთავი 2“-ის გავრცელებული ინფორმაციით ავლაბარში ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გავრცლეებული ინფორაციიით, მძარცველს ჰყავდა 5-6 მძევალი და მათმა დიდიმა ნაწილმა უკვე დატოვა ბანკის შენობა. ახლა მხოლოდ ერთი მძევლაია შენობაში. სამართალდამცველებმა სცადეს მძევალთან მოლაპარაკება, რომელიც გარკვეულწილად შედგა, თუმცა პირდაპირ მოლაპარაკებაზე მან უარი განაცხადა. 

    ადგილზე მობილიზებულია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სად ვაჟა სი­რა­ძე და სხვადასხვა სამართლადმაცველები. ასევე ადგილზეა სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

     სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ის ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ-გელა სალუაშვილი გარდაიცვალა. მიხეილ-გელა სულუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა.
     

    Please publish modules in offcanvas position.