... ... hotnews.ge - მარგო რობი ორსულადაა

მარგო რობი ორსულადაა

34 წლის ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი ორსულადაა. ამის შესახებ ჟურნალი People რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი თავის პირველ შვილს ქმრისგან, 34 წლის პროდიუსერ ტომ აკერლისგან ელოდება. წყვილს ორსულობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მედიაში გამოქვეყნდა რობის ფოტოები, რომლებზეც მას მუცელი ეტყობა.

მარგო რობიმ და ტომ აკერლიმ ერთმანეთი 2013 წელს, ფილმის „ფრანგული სიუიტა“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც მსახიობი თამაშობდა, აკერლი კი რეჟისორის ასისტენტი იყო. წყვილი 2016 წელს, ავსტრალიაში დაქორწინდა. 

YOU MAY LIKE