... ... hotnews.ge - ინდოეთში შხამიანი გველი კაცის ნაკბენის შემდეგ მოკვდა

ინდოეთში შხამიანი გველი კაცის ნაკბენის შემდეგ მოკვდა

ინდოეთში გველი ადამიანის ნაკბენის შემდეგ მოკვდა. ამის შესახებ Times of India წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ბიჰარის შტატში მოხდა, სადაც 35 წლის სანტოშ ლოხარი რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობდა. გველმა მას უკბინა, მაგრამ კაცი არ დაიბნა და ქვეწარმავალს თვითონაც ორჯერ უკბინა. შედეგად გველი მოკვდა.

მოგვიანებით კაცმა ჟურნალისტებს თავისი საქციელის მიზეზები განუმარტა. გაირკვა, რომ ადგილობრივებს სჯერათ - გველის შხამი ადამიანზე არ იმოქმედებს, თუ ის მას თვითონაც უკბენს. მათი აზრით, ასე შხამი თვითონ გველზე გადადის.

მომხდარის შემდეგ ლოხარი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და მეორე დღეს გაწერეს.

YOU MAY LIKE