notnews ganivi3 

    "მელიას არ შევეხები, მაგრამ სააკაშვილის როლი ამ პროცესში სრულიად დესტრუქციული რომაა ეს სახეზეა“ - იოსელიანი

    "მელიას არ შევეხები, მაგრამ სააკაშვილის როლი ამ პროცესში სრულიად დესტრუქციული რომაა ეს სახეზეა“ - იოსელიანი

    პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ნიკა მელიას შესახებ გააკეთა კომენტარი:

    "ნიკა მელიას არ შევეხები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პროცესში სრულიად დესტრუქციული რომაა ეს სახეზეა. სანამ ჩვენ დავტოვებდით „ლელოს“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის მოლაპარაკებებს, მაშინაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მიდიოდა იმ სულისკვეთებასთან, რომელიც თავიდანვე იყო. მაშინ იქ მყოფი ადამიანები არ განიხილავდნენ ვადამდელ არჩევნებს ერთადერთ ალტერნატიულ საშუალებად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ვადამდელი არჩევნების გარდა არავის არაფერზე სიტყვა არ დასცდენოდა. ფაქტია, რომ ყველა დაემორჩილა მის ამ ნარატივს ჩვენ გარდა. გადავდგით ნაბიჯი და შევედით პარლამენტში, ამის შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ყველა უნდა შევიდეს პარლამენტშიო. ქართულ პოლიტიკაში მისი გავლენა მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებზე იმდენად დიდია, რომ ხელს უშლის პოლიტიკის კეთებას საქართველოში და ვინც მისგან დამოუკიდებელია იმ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გადადგან დამოუკიდებელი ნაბიჯები, თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი არიან, იმ ეტაპზე ვერც დავინახე ისეთი ვისაც შეეძლო ეს გაეკეთებინა“

    ავტორი

    რუსა ხავთასი

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.