notnews ganivi3 

    სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება

    სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა. ის პირველი მივიდა სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციაზე და შეხვედრა უკვე დატოვა.

    რამდენიმე წუთის წინ კი, შეხვედრას შეუერთდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

    შეხვედრის თემაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაზეც ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს.

    ავტორი

    ანუკი გაგულიძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.