notnews ganivi3 

    "მე და ლევან ვასაძე სკოლელები ვართ, ბავშვობიდან ვიცნობ და..."- სანდრო ბრეგაძე

    "მე და ლევან ვასაძე სკოლელები ვართ, ბავშვობიდან ვიცნობ და..."- სანდრო ბრეგაძე

    "ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე "ვერსიასთან" საუბრობს ლევან ვასაძის პარტიასთან შესაძლო გაერთიანების საკითხზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

    "ქართული მარში" სხვა პარტიაში ვერ შევა, ეს გამორიცხულია და რაც შეეხება თანამშრომლობას, მე და ბატონ ვასაძეს საკმაოდ დიდი ხნის და კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. სკოლელები ვართ და ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. იმ ფონზე, როცა ირაკლი ოქრუაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, გიგა ბოკერია ერთად დასხდნენ და ხელჩაკიდებულნი იბრძვიან, იმ დროს, როდესაც ოქრუაშვილი დაიჭირეს და თავად ამბობდა, მაწამესო... მე თუ ასეთ რამეს მიზამდნენ, არავის შევუერთდებოდი, მითუმეტეს, პოლიტიკაში, მაგრამ სადაც ბოკერია და ოქრუაშვილი ერთად სხედან, ჩვენც სამომავლოდ ვინმესთან დაჯდომა და ერთად ყოფნა გამოვრიცხოთ, არ შეიძლება."

    ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ...

    ავტორი

    თათია გოჩაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.