notnews ganivi3 

    ეს ევროკავშირის „დაჩმორებას“ ნიშნავს - შალვა ნათელაშვილი

    ეს ევროკავშირის „დაჩმორებას“ ნიშნავს - შალვა ნათელაშვილი
    ავტორი / პოლიტიკა

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთავის გირაოს გადახდა სამარცხვინოა.

     

    „ეს ნიშნავს ევროკავშირის „დაჩმორებას“, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

     

    პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს უკვე მიმართა.

     საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 8 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

     მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

     თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

     სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.