notnews ganivi3 

    „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთებიდან ჩვენს გვერდზე მასიური შემოტევა შეინიშნება - „სტრატეგია აღმაშენებელი“

    „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთებიდან ჩვენს გვერდზე მასიური შემოტევა შეინიშნება - „სტრატეგია აღმაშენებელი“
    ავტორი / პოლიტიკა

    „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული Facebook-ექაუნთების მხრიდან ჩვენს, „ფეიჯებზე“ შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია და დავბლოკეთ ასობით Facebook-ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალ შექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა. თუმცა, აქტიურობს არაერთი ძველი „ექაუნთიც“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

     

    პარტია მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს შეტევა მათ გვერდებზე.

     

    „აგრესიული ტროლია ვინმე ქეთი ბუკია, რომელიც უშუალოდ „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და გიორგი ვაშაძეზეა მიმაგრებული და ყველა პოსტზე ლანძღვითაა დაკავებული. აღნიშნული ფეიქ-ექაუნთები იყენებენ სიძულვილის ენას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ პარტიასა და მის ლიდერებს. ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული ფეიკ-ექაუნთები უკვე გადაგზავნილია აღნიშნული საკითხის შესწავლით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები ორკესტრირებულად უტევენ ჩვენს გვერდს. როგორც ჩანს, მათ აქვთ მიღებული საერთო მესიჯი, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, სიტყვასიტყვით აკომენტარებს რამდენიმე ადამიანი. ეს არის სირცხვილი. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს ეს ორკესტრირებული შეტევა ჩვენს „ფეიჯებზე“, ჩვენ მიმართ ცრუ, ნეგატიური განწყობების სიმულაცია. მოგიწოდებთ მეგობრებო, ეს ძალისხმევა საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენასა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართოთ”, - აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.