... ... „რეიკი“ დაბრუნდა? - რა ხდება სოფელ ქაქუთში?

„რეიკი“ დაბრუნდა? - რა ხდება სოფელ ქაქუთში?

უკვე ერთ თვეზე მეტია, სოფელ ქაქუთის მოსახლეობა ამოუცნობ არსებას ეძებს. ქაქუთელი "რეიკი" - ასე მოიხსენიებენ ადგილობრივები ადამიანს, რომელიც ღამღამობით მათ სახლებს სტუმრობს, კარზე აკაკუნებს და შემდეგ ძალიან დიდი სისწრაფით ტოვებს ტერიტორიას. მაღალი, შუახნის ასაკის და მთლიანად შავებში ჩაცმული მამაკაცი - ასე აღწერენ ქაქუთელები პირს, რომელმაც მთელ სოფელს მოსვენება დაუკარგა.

ბევრი ამ ამბავს სკეპტიკურად უყურებს, ინტერნეტ სივრცეში არაეთი მითქმა მოთქმა მოყვა ამ ამბავს, თუმცა უნდა აღინიშნონს, რომ რაც არ უნდა იყოს ეს „არსება“  მოსახლეობას მოსვენება დაუკარგა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება რომ უკვე დაძინებას აპირებდა, როდესაც ფანჯარაში უცნაური ნათება შენიშნა. ის ამბობს, რომ დაუდგენელი პირი არაადამიანურ ხმებს გამოსცემს და ეს სოფლის მოსახლეობაში შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს.

"მთლიანად შავებში იყო ჩაცმული, ძაღლი გამოეკიდა და უცებ გაქრა," - ამბობს ადგილობრივი.

უჩინარი ადამიანი ხშირად სტუმრობს სხვა ოჯახებსაც მათი ნაამბობით დგინდება  რომ ამოუცნობი პირი იმდენად სწრაფად გადაადგილდება, რომ მის დაჭერას ვერავინ ახერხებს. არავინ იცის, სად ცხოვრობს და როგორ ახერხებს წამებში ერთი სახლიდან მეორეში გადასვლას. მით უმეტეს, რომ სოფელში მოსახლეობა ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით ცხოვრობს. ქაქუთში ჰყვებიან, რომ ქალები და ბავშვები სახლში მარტო დარჩენას ერიდებიან.

უჩინარი არსების დაჭერის ბოლო მცდელობა ქაქუთელებს ბევრჯერ ჰქონდათ თუმცა უშედეგოდ. სოფლის მოსახლეობა, უკვე რამდენიმე დღეა, ღამის ფანრებით, მთელ პერიმეტრზე ცდილობს უცნაური სტუმრის პოვნას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ, მათთან ერთად, საძიებო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული პოლიციაც. ჰყვებიან, რომ სამართალდამცველები სოფელში ღამითაც მორიგეობენ, ამიტომ თავს მაინც უსაფრთხოდ გრძნობენ. მეზობლები განიხილავენ სხვადასხვა ვერსიას, მაგრამ უჩვეულო მოვლენის ამოხსნას ჯერ ვერავინ ახერხებს.

ვიდრე მთელი სოფელი არკვევს, ვინ სტუმრობს მათ სახლებს ღამღამობით, ქაქუთელები ცხოვრებას მაინც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. დაუპატიჟებელი სტუმარი მათ ყოველდღიურობად იქცა, ამბავი კი სოფელს, შიშთან ერთად, უკვე იუმორის ხასიათზეც აყენებს.

ნახეთ ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=Qpw1i28Z2ZQ