notnews ganivi3 

    რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად

    რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად
    ავტორი / ეკონომიკა

    საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა.  როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, აპრილში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 40.2 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 12.3 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 10.1 პროცენტით მოიმატა. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 6.4 პროცენტით არის გაზრდილი. ამასთან, 22.2 პროცენტით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე 18.2 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი.

    ავტორი

    Hotnews

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.